LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაზე ინფორმირებული არ იყო

51

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაზე ინფორმირებული არ იყო. როგორც პრეზიდეტნმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრს ამასთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოს ფორმატში.
მისი თქმით, გაწვევა არ არის გაუქმებული, არამედ ეს არის პოზიცია, რათა არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან.