LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: “შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე”

62

შეუგუებლობა მიგვიყვანს ჩვენ ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა. მან ისაუბრა მცოცავი ოუპაციის შესაჩერებლად არსებულ ბერკეტებზე.

” რუსეთის ფედერაცია  21-ე საუკუნეში ერთდროულად ცდილობს, იყოს გლობალური პოლიტიკის მოთამაშე, იყოს იმ დიდ ქვეყანათა შორის, რომლებიც განაპირობებენ ჩვენს პლანეტაზე წესრიგს და ამავე დროს აქვე, ევროპის ტერიტორიაზე საქართველოში მოქმედებს სრულიად შუასაკუნებრივი ლოგიკით, სადაც დამოკიდებულება არის ასეთი – მე რადგან გამაჩნია იარაღი, გამაჩნია ძალაუფლება, მე მაქვს შენს ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო შენაერთები, შეგიქმნი სირთულეს ყოველდღიურად. ეს არის ის შუასაუკუნებრივი ლოგიკა, რომლზეც დიდი ხანია კაცობრიობამ უარი თქვა”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები