LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი სტამბულში მომხდარ ტერაქტს გმობს

124

საქართველოს პრეზიდენტმა სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო.

„მტკიცედ ვგმობ, დღეს, სტამბულის ცენტრში, ტურისტულ რაიონში, სულთანმეჰმეთის მოედანზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელმაც უდანაშაულოთა სიცოცხლის მოსპობა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ინტენსიური თანამშრომლობით, საქართველო განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას თანამერდოვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას მეგობარი თურქი ერის გვერდით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები