LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილი: “ვინც ბულინგის სოფლურ ფორმატს იყენებს, არ შეუძლიათ დაინახონ რეალობა პარტიული ნიშნის გარეშე”

146
giorgi_margvelashvili_572adf3aaa0a3

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას აპირებს, “პალიტრანიუსის” ეთერში გამოეხმაურა.

მარგველაშვილმა აღნიშნულს ჭორი უწოდა.

“ძალიან მომწონს ეს ჩვენი ფორმატი თინეიჯერ გოგოს, რომ აბულინგებენ ხოლმე უფროსები – რატომ გამოელაპარაკე რა დააშავე ასეთი, რა მიზეზი მიეცი ასეთიო…

საქართველოში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი საკითხები განიხილება აი ამ კონტექსტში.

განიხილება, სადღაც ჩუმ სოფელში, მე არა მგონია, რომ თბილისში ხდებოდეს ეს, ალბათ სოფლებშიც აღარ ხდება.

ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივრცეში რაღაც ბრალს დაგდებენ და მერე შენვე უნდა ეძებო მიზეზი რატომ მიეცი.

მე უნდა მოვიგონო გამართლება, იმათ რატომ მომიგონეს ჭორი – აი ძალიან სახალისოა.

ჟურნალისტის კითხვაზე აქვს თუ არა გიორგი მარგველაშვილს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უპასუხა:

„ამ საკითხშიც უმანკო ვარ…

რატომ მომწონს იცით ეს თემა? სოფლის ბოლოს ბულინგისა?

ეს თემა ძალიან კარგად ასახავს საზოგადოებაში არსებულ მოვლენებს.

ვინც ბულინგის სოფლურ ფორმატს იყენებს, არ შეუძლიათ დაინახონ რეალობა პარტიული ნიშნის გარეშე.

უკრაინაში სააკაშვილთან კოორდინაციით რომ წავედი არ დამიმალავს, ამით გამოვხატე ორი პრეზიდენტის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ კონტექსტში, რომელშიც მოიკოჭლებს საქართველო უკრაინის მხარდაჭერასთან მიმართებაში.

მისია შესრულდა წარმატებით და დიდი მადლიერებით უკრაინელების მხრიდან.

ადამიანი, ვინც ვერ ხედავს პარტიულ საზღვრებს მიღმა, მისთვის არც უკრაინაშია ომი და არც საქართველოა ოკუპირებული,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g