საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, 93 პატიმარი საპყრობილეებს დღეს დატოვებს. მათგან სამი ქალია, ერთი კი – არასრულწლოვანი.
სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს.
მისივე თქმით შეწყალების კომისიამ 16-დან 21 თებერვლის ჩათვლით იმსჯელა და 890 მსჯავრდებულის საქმე განიხილა.