LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ბავშვებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

108

პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ თბილისის დღის ცენტრებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლების შვილებს უმასპინძლეს.

ბავშვებს ახალი – 2016 წელი პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მიულოცეს და ბედნიერი და მშვიდობიანი წელი უსურვეს.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ბავშვებისათვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ბავშვს საჩუქრები გადაეცემა“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

ბავშვებმა პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. პრეზიდენტის სასახლეში ბავშვებისათვის სტუდია „ბასტი ბუბუს“ ღონისძიება გაიმართა. საახალწლო საჩუქრები სტუმრებს თოვლის ბაბუამ გადასცა.
1382161_523125244522420_2994805587615528510_n

1915410_523125247855753_8462853588649164428_n

1916343_523125404522404_2616162321777207813_n

10400690_523125241189087_7952704381301213328_n

12439493_523125161189095_5266642861213089111_n

12494747_523125627855715_930599247491719174_n

12494888_523125574522387_641082340218435307_n

12507135_523125397855738_3314087505019445281_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g