LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მასხულია: 12 დეკემბერს საქართველოს წარმატებული სახის დაჯილდოება გაიმართება… კონკურსზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება წარდგენილი…

58
გიორგი-მასხულია

24 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ გიორგი მასხულია და „მიას ნაწნავები“ სტუმრობდნენ, რომლებმაც 12 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს წარმატებული სახის დაჯილდოებაზე ისაუბრეს.

გიორგი, მოგვიყევი 12 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე.

12 დეკემბერს გაიმართება საქართველოს წარმატებული სახის დაჯილდოება, რომლის ორგანიზატორიც მე გახლავართ. კონკურსზე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება წარდგენილი. წელს ასევე ტარდება პატარა მის და მისტერ თბილისის კონკურსიც. მოგეხსენებათ, ქვეყნის ყველაზე რეიტინგული სილამაზის კონკურსები ჩემია.

პროფესიით იურისტი ხარ, როგორ აღმოჩნდი მოდის სფეროში და როგორ მოახერხე, რომ ასეთი წარმატებული ყოფილიყავი?

გიორგი: მოდის სფეროში 14 წლიდან ვარ, ჯერ მოდელი ვიყავი და ქრისტი ყიფშიძე იყო ჩემი პედაგოგი. გამოვედი რამდენიმე კონკურსზე და შემდეგ უფრო მეტი და მეტი მინდოდა და ამ მიზანდასახულობაში და მონდომებაში საქართველოში ყველაზე რეიტინგული კონკურსები ჩემი გახდა. ეს კონკურსებია – მისტერ ვალენტინი, მის და მისტერ თბილისი, როგორც პატარები, ისე დიდები, მის და მისტერ აჭარა.

ვინ დაგეხმარა ამ ყველაფერში?

გიორგი: რა თქმა უნდა, გამართლებაც არის, მაგრამ დედაჩემი, მწერალი და ჟურნალისტი – ლანდა მასხულია არის ჩემი კედელი. ყველაფერი მისი დამსახურებაა, მან გამიკვლია გზა. ყოველთვის ცდილობს, რომ ჩემს გვერდით იყოს.

როგორია პოპულარობა?

გიორგი: რა ვიცი, უკვე შევეგუე ამ ყველაფერს. კლუბში, სადღაც კარგად რომ ვერთობი, ყვირიან ხოლმე, მასხუ, მოდი ფოტო გადავიღოთო (იცინის).

მია, როდიდან დაიწყო შენი და გიორგის მეგობრობა და თანამშრომლობა?

მია: პროექტებმა დაგვამეგობრა.

გიორგი: 1 წელია, მაგრამ კარგი მეგობრები ვართ. სხვათა შორის, შოუბიზნესის წარმომადგენლებთან დიდად მეგობრული ურთიერთობები არ მაქვს ხოლმე.

მია, ძალიან პოპულარული ხარ შენს სფეროში, როდიდან დაიწყე ნაწნავების კეთება?

მია: 20 წლის ასაკში დავიწყე თმის გაკეთება, უკვე 13 წელია ამას ვაკეთებ.

გიორგი, რა იქნება მოდაში 2024 წელს?

გიორგი: ყოველთვის იმას ვამბობ, რომ რაც უხდება ადამიანს, ის არის მოდა. ადამიანს ის უნდა მოარგო, რაც უხდება და ის არის მისთვის მოდა.

რას ფიქრობ წონის კრიტერიუმებზე? ბოლო დროს, თითქოს, მოდაა, რომ ყველა 50 კილო იყოს…

გიორგი: მე არასდროს არავის ვაქილიკებ წონის გამო. პირადად მე, ჩემი სიმსუქნე არ მომწონდა და კუჭის ოპერაცია გავიკეთე. ზოგადად, ახალგაზრდა ადამიანი ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, ეს ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. საერთოდ არ მომწონს 50 კილო ადამიანი, ცოტა მოსულ გოგოს უფრო მეტი შარმი და ეშხი აქვს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი მასხულია. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები