LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაციას ცდილობს – EMC

32

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შინაგან საქმეთა მინისტრს სახალხო დამცველთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის აკრიტიკებს.

EMC-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება წლებია, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. დაუსჯელობის პრობლემასთან ბრძოლის მიზნით ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს სისტემური ნაბიჯები.

“ამის საპირისპიროდ, პოლიციის სისტემაში არსებულ პრობლემებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირი – უწყების ხელმძღვანელი, ცდილობს, დისკრედიტაცია გაუკეთოს კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და დააკნინოს საზოგადოების თვალში ამ ინსტიტუტის სტატუსი და საქმიანობა.

“კოალიცია ხაზს უსვამს, რომ მინისტრის ასეთი საჯარო პოზიციონირება ხელს უშლის ძირეული პრობლემების შესახებ საქმიანი დისკუსიის წარმართვას და განსახილველი საკითხების უკანა პლანზე გადაწევას ემსახურება.  ამავდროულად, ასეთი განცხადებები ხელს უწყობს განწყობის ჩამოყალიბებას, რომ “კრიმინალების” მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო შემთხვევებზე საუბარი არ არის მნიშვნელოვანი. ამ ფონზე, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან მინისტრის აღნიშნულ განცხადებას სათანადო შეფასება/რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია,” – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც თბილისის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მოქალაქე ს. მ.-ს მიმართ სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდა.  იმავე საქმეზე სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც და პროკურატურას, გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. იმ დღესვე აღნიშნულ საკითხს განცხადებით გამოეხმაურა შსს-ც, სადაც განმარტეს, რომ დაკავებულის განმარტებით დაზიანებები, რომელიც სხეულზე აღენიშნება დაკავებისას, წაქცევის შედეგად მიიღო. სახალხო დამცველის საპასუხოდ იმავე დღეს განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება ამ საკითხზე გამოძიებას აწარმოებს. მოგვიანებით კი განცხადება შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმაც, გააკეთა, რომელმაც ომბუდსმენს მოუწოდა, მის უწყებაში გადაემოწმებინა მსგავსი საკითხები. გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი არ უნდა გადაიქცეს „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად”.

 

magti 5g