LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მუმლაძე თავისუფალია

105
BeFunky-collage

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი გიორგი მუმლაძე, რომელიც ქართული ოცნების ოფისთან გამართულ აქციაზე 14 აპრილს დააკვეს, თავისუფალია. აღკვეთის ღონისძიებად 3000-ლარიანი გირაო სასამართლომ შეუფარდა.

სამოქალაქო აქტივისტისთვის დაკისრებული გირაოს თანხა მისმა თანამოაზრეებმა სოციალური ქსელის საშუალებით რამდენიმე საათში შეაგროვეს.

“ნებისმიერ აქტივისტს ვუხდი მადლობას, იქნება ეს პოლიტიკოსი, ჩემი სტუდენტი, მეგობარი.. არ აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ ადამიანს რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად ყოფილიყო გამჭვირვალე და ხელისუფლებას არ გადაედგა ის ნაბიჯი, რომ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი დაეტოვებინა ციხეში, – განაცხადა მუმლაძემ გათავისუფლების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g