LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მუმლაძისთვის ბრალის წაყენებას აპირებენ, არის რისკი, პატიმრობაში დატოვონ: გიგა ბოკერია

124
გიგა ბოკერია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლისთვის გიორგი მუმლაძისთვის სისხლის სამართლის ბრალის წაყენებას აპირებენ და არის იმის რისკი, რომ ის პატიმრობაში დატოვონ.

ბოკერიას განმარტებით, თუ ეს ასე მოხდება, გიორგი მუმლაძე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში კიდევ ერთო პოლიტიკური პატიმარი იქნება.

„საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩეული პროფესორი გიორგი მუმლაძე დაკავებულია. დაკავებულია უბრალოდ ადმინისტრაციულით კი არა, რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ, მას სისხლის სამართლის ბრალის წაყენებას უპირებენ. არის რისკი, რომ პატიმრობაში დატოვონ. თუ ეს ასე მოხდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბატონი მუმლაძე იქნება კიდევ ერთი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ხელში.

ჩვენ, მთელი ეს პერიოდი ვხედავდით, რომ ეს ადამიანი და მისი თანამოაზრეები ყველაზე აქტიური ჯგუფი იყო, რომელიც ყველაზე რთულ პერიოდში გამოხატავდა სამოქალაქო პროტესტს. მე, როგორც მოქალაქე, მათი მადლიერი ვარ“, – აცხადებს ბოკერია.

magti 5g