LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნადიბაიძეს ლეონიდ აგუტინი ფეხზე წამოუდგა (ვიდეო)

236

„ახალი ტალღის“ მონაწილემ, გიორგი ნადიბაიძემ, რომელიც კონკურსზე საქართველოს წარადგენს, ჟიურის გული პირველივე გამოსვლისას მოიგო. პირველ საკონკურსო დღეს, რომელიც კინოჰიტებს ეძღვნებოდა, ქართველმა შემსრულებელმა „აეროსმიტის“ ცნობილი სიმღერა „I Don’t Wanna Miss A Thing“ შეასრულა.

გიორგის შესრულებამ დარბაზშიც და ჟიურის წევრებს შორის დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. მისი სიმღერის დასრულების შემდეგ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, ლეონიდ აგუტინმა მას 11 ქულა აუწია ბდა თან ფეხზე წამოდგა. როგორც ჩანს, შესრულებით ძალიან ისიამოვნა.

მთლიანობაში, გიორგიმ მაღალი ქულები მიიღო და პირველ საკონკურსო დღეს მოწინავე პოზიციაზე მოიქცა. წინ კიდევ ორი ტურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები