LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაზღაიძე 12 წლის შვილისთვის ბრძოლას აგრძელებს: „ამერიკაში ჩემი ბავშვის დედას არ ეგონოს, რომ ეს ამბავი მივიწყებულია…“

332
გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძე ჟურნალ „თბილისელების“ (26 მაისის ნომერი) კითხვას პასუხობს შვილის შესახებ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს:

„ახლა ჩემი შვილი 12 წლისაა და მისი დაბრუნებისთვის ბრძოლა ნამდვილად არ არის დასრულებული. ამერიკაში ჩემი ბავშვის დედას არ ეგონოს, რომ ეს ამბავი მივიწყებულია. ამ თემაზე დეტალურად საუბარი არ მინდა, თუმცა კიდევ ვამბობ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადრე თუ ბევრს ვსაუბრობდი, რას და როგორ ვაპირებდი ჩემს შვილთან მიმართებაში, მივხვდი, ხმამაღლა აღარ უნდა ვილაპარაკო, რომ ვიღაცამ ორი ნაბიჯით არ გამასწროს. თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში ბავშვის ფოტოსაც არ დებენ, არადა, სასწაულად მგავს. ასე რომ, ბრძოლას ჩემი 12 წლის ბიჭისთვის ვაგრძელებ…“

„ბავშვი სადღაც 12 წლისაა, ყველაფრიდან დაბლოკილი ვარ…“ – გიორგი ნაზღაიძე შვილზე ალაპარაკდა და მის დაბრუნებას გეგმავს

ვიდეო: „ინტრიგაცაა და ინტრიგაც… რატომ გიჟდებით? საცოლეა!..“ – გიორგი ნაზღაიძის ცეკვა მეგობარ გოგონასთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g