LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი პაპუაშვილი: “როგორც იტყვიან, „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“

310

“სიტყვიერი გარანტიები არსებობს, მაგრამ, როგორც იტყვიან, „საქმემან შენმან გამოგაჩინოს“, – ამის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერიდან დაწყებული ყველა პირობას დებს, რომ „ამაზე ობიექტური პროკურატურა არ არსებობს და გამოძიება ჩატარდება“.

„ადრინდელ მიმართვებზე რეაგირება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნები არის ამ საქმის გამოძიებასთან მიმართებაში. პრემიერიდან დაწყებული ყველა პირობას დებს, რომ ამაზე ობიექტური პროკურატურა არ არსებობს და გამოძიება ჩატარდება. თუ გამოძიება არ ჩატარდა, ამაზე საჯაროდ ვისაუბრებ. სიტყვიერი გარანტიები არსებობს, თუმცა, როგორც იტყვიან, „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი შოთაძესთან შეხვედრამდე გიორგი პაპუაშვილს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მოუსმინეს.