LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქადაგიძე: „ეს რეჟიმი ასამართლებს ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს, მაგრამ ეს რეჟიმიც დასრულდება იმით, რომ აღარასდროს განმეორდეს ცრუ მოწმეები და ფარსი, რომელსაც უსამართლო სასამართლო ჰქვია“

162
1321b018-df6d-40c9-8625-1b1d272cdc17.jpeg

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, რომელიც სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას დააკავეს, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „რეჟიმი ასამართლებს ქვეყნის საუკეთესო შვილებს, მაგრამ, როგორც ყველა რეჟიმი, ეს რეჟიმიც აუცილებლად დასრულდება“.

„52 პოლიტპატიმარი ჰყავს ქვეყანას, სრულიად უსაფუძვლოდ, მაგრამ მაინც ერთი რამ მინდა ვთქვა, როდესაც მე დამაკავეს, ჩემთან ერთად დააკავეს ახალგაზრდა გოგო, ბაღის მასწავლებელი, ასევე დაწყებითის მასწავლებელი ახალგაზრდა გოგო, ლექტორი ახალგაზრდა გოგო, ახალგაზრდა ბიჭი IT სპეციალისტი, რომელიც ნერვიულობდა იმაზე, რომ მეორე დღეს 8:00 საათზე ჰქონდა გასაუბრება. ერთი სიტყვით, ეს რეჟიმი ასამართლებს ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს, მაგრამ როგორც ყველა რეჟიმი, ეს რეჟიმიც აუცილებლად დასრულდება. მათ შორის, დასრულდება იმით, რომ არასდროს აღარ განმეორდეს ცრუ მოწმეები, ეს ფარსი, რომელსაც უსამართლო სასამართლო ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g