ეკონომიკის მინისტრის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მოსახლეობას აცნობებს, როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა.
“ჩვენ საპენსიო რეფორმის თვალსაზრისით მზად ვართ, წინა კვირას ამ საკითხის ფართო განხილვა გვქონდა. სისტემურად მზად ვართ და უახლოეს დღეებში დაიწყება ძლიერი კამპანია, რომელიც მოსახლეობას მოახსენებს, თუ როგორ იმუშავებს საპენსიო სისტემა. პიარკამპანია ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო, ჩვენ ამას ავანაზღაურებთ, რადგან ინტენსიური კამპანია გვაქვს დაგეგმილი”,- განმარტა გიორგი ქობულიამ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება იგეგმება.