LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია – თუ კომპანიას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ, ეს არც ერთ კომპანიას არ ეპატიება

79

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც ქობულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს, თუმცა, აქვე განმარტა, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„ევროკომისიაში ვიყავი, შეხვედრები მქონდა, ძალიან დაკავებული ვიყავი და ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. არ შეიძლება, რომ მე ყველა საკითხი ვიცოდე, ალბათ. მე არ ვიცი, ვინ ვის რას ართმევდა, მაგრამ თუ ვიღაცამ დაარღვია კანონი, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ეს მხოლოდ ამ საქმეში კი არა, ყველა საქმეში ასეა. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ თუ კომპანიას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ, ეს არც ერთ კომპანიას არ ეპატიება. ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება და უნდა გადაიხადოს ის ვალი, რომელიც ბანკებისგან აქვსაღებული“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის  ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

ეს უკვე საჯაროდ გამოქვეყნებული მეოთხე ჩანაწერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g