LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქოჩორაშვილის მამა: „ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“

608
ქოჩორა

გიორგი ქოჩორაშვილის მამა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ქოჩორაშვილი აღნიშნული პოსტით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ოჯახის პოზიციას აფიქსირებს.

„ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია!!!“ – წერს როინ ქოჩორაშვილი.

ქეთი დევდარიანი: „პირველი ისტორიული პენალტისა და პირველი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განცხადების საკუთარ თავზე აღება არის ლიდერის ხასიათი.. აღფრთოვანება ჩვენგან ქოჩორაშვილს და ქოჩორაშვილობას“

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა გუშინ დის შვილის სთორი გამოაქვეყნა.

ბავშვის ფოტო აქციაზე – „თავისუფლებისთვის“ არის გადაღებული.

შეგახსენებთ, გუშინ, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მარში სახელწოდებით „თავისუფლებისთვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

პოპულარულები