გიორგი ქოჩორაშვილის სახლთან ქომაგები შეიკრიბნენ.
ქართველმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელისგან ავტოგრაფები აიღეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„ცოტა დაღლილი ვიყავი, შევეცადე დამესვენა, მაგრამ ბავშვებთან რომ არ გამოვიდე არ შემიძლია, იმიტომ რომ მეც ვიყავი ბავშვი და ეს ემოციები მათ უნდა გავუზიარო“, – აცხადებს „ქრონიკასთან“ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.