LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სააკაშვილი: მმართველი პარტია ალბათობას უშვებს, ფაქტია – სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიძლება შეიწყალოს

758
fot

ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მართლა გააჩნია ისტორიული შანსი, მივესალმები, თუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ნაბიჯს გადადგამს,- ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შეიძლება თუ არა, ზურაბიშვილმა პოზიცია შეცვალოს და ყოფილი პრეზიდენტი გაათავისუფლოს, სააკაშვილმა უპასუხა:

„ჩვენ კარგად გვახსოვს – „არა და არასდროს“. შემდეგში თქვა: ელექტრონული სამაჯური.

როცა სასამართლო პროცესზე, ჩემი ძმის ჩართვა იყო, თქვა, მზად ვარ, გამოვიდე ელექტრონული სამაჯურით, დავჯდე და დავილაპარაკოო, ვინაიდან, ერთ მხარესაც უნდა მოუსმინოს მოსახლეობამ და მეორე მხარესაც. 2012 წლის შემდეგ, ყოველდღიური პროპაგანდაა, რომ მიშა ცუდია, მიშა ასეთია, ისეთია, მაგრამ ფაქტია, რომ მილიონი ადამიანი მიშა სააკაშვილის იდეებს სტაბილურად უჭერს მხარს.

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს მართლა გააჩნია ისტორიული შანსი, მივესალმები, თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, ვინაიდან, ჩვენ, ქვეყანა მსოფლიოს წინაშე წარვდგებით, როგორც მართლა დემოკრატიის შუქურა.

გვარამიას შეწყალებას სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდი, მოხდა პოლარიზაცია? მმართველი პარტია ალბათობას უშვებს ფაქტია, რომ ზურაბიშვილმა შეიძლება შეიწყალოს. ისტორია განსჯის, [სააკაშვილს] რა შეთითხნილი მიზეზებითაც აქვს წარდგენილი ბრალდებები, მაგრამ ახლა, ჩემთვის, როგორც ძმისთვის, მნიშვნელოვანია, ჯანმრთელს ვხედავდე, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინიმუმ, გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g