LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

262
გიორგი სარდალაშვილი

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეის წარმომადგენელი იანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.

ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა – 60, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
66 კგ – ვაჟა მარგველაშვილი;
73 კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი;
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე;
90 კგ – გიორგი ჯაბნიაშვილი;
+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი;
57 კგ – ნინო ლოლაძე;
63 კგ – ეთერ ასკილაშვილი;
78 კგ – სოფიო სომხიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები