LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

197
girogiiii

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ The Hollywood Reporter გამოაქვეყნა იმ კინემატოგრაფისტთა სია, ვინც ამერიკის კინოაკადემიამ  ახალ წევრებად აირჩია. შერჩეულ წევრებს შორის არიან ელიზაბეტ მოსი, ლედი გაგა, კლერ ფოი, ტომ ჰოლანდი და სხვები. უცხოელ კოლეგებთან ერთად ამერიკის კინოაკადემიის ახალი წევრია ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე.

2018 წელს ზაზა ხალვაშის “ნამე” საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდა “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. გიორგის ნამუშევარმა ყურადღება სწორედ “ოსკარის” კამპანიის დროს მიიპყრო. მოგვიანებით იგი ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების რჩეული გახდა და ლოს ანჯელესში Spotlight Award გადაეცა.

ამერიკის კინოაკადემია (The Academy of Motion Picture Arts and Sciences) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ახალ წევრებს ირჩევს. კინოაკადემია აერთიანებს ათასობით წევრს – რეჟისორებს, მსახიობებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, სცენარის ავტორებს, ხმის რეჟისორებს, ვიზაჟისტებს, კასტინგის მენეჯერებს, ვიზუალური ეფექტების სპეციალისტებს… საბოლოოდ ეს ის ადამიანები არიან, ვინც “ოსკარის” დაჯილდოვების ცერემონიისთვის ნომინანტ ფილმებს აძლევენ ხმას.

გიორგი შველიძის გარდა, ამერიკის კინოაკადემიის წევრები არიან რეჟისორები ნანა ჯორჯაძე და ზაზა ურუშაძე. წელს კინოაკადემიამ სულ 842 ახალი წევრი შეარჩია 59 ქვეყნიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g