LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „აიარას“ რომ ვასრულებ და ემიგრანტებს ვხვდები, მგონია, ყველა თავის თავს პოულობს ამ სიმღერაში… მამაჩემი უკვე 20 წელია, ემიგრანტია და პირველ რიგში, ის მახსენდება…“

210
გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი სუხიტაშვილმა ახლახან „არ დაიდარდოში“ პრემიერა წარადგინა. რუსა მორჩილაძის სიმღერა „აიარა“ მის რეპერტუარში ჩაიწერა. გიორგი „არ დაიდარდოსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რატომ ფიქრობს, რომ ეს სიმღერა განსაკუთრებულია.

როგორია სიმღერის „აიარა“ ისტორია?

გიორგი სუხიტაშვილი: 

გვიანი იყო, მეძინა, რუსა მორჩილაძემ დამირეკა და მითხრა, სუხიტ, „აიარა“ უნდა ჩაწეროო და უცებ გაითიშა ტელეფონი. მერე, გავაგრძელე ძილი და დილით დავურეკე რუსას, გუშინ მართლა დამირეკე, თუ დამესიზმრა-მეთქი, ვკითხე. პირველად ორკესტრთან ერთად, სცენაზე შევასრულე და შემდეგ, ჩავწერე. დიდი მადლობა რუსას ამ ნდობისთვის. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერა  „ბრავო რექორდსში“ ჩაიწერა.

ემიგრანტებს როცა ვხვდები, მგონია, რომ ყველა თავის თავს პოულობს ამ სიმღერაში. მეც რაღაც მომიჭერს ხოლმე, რადგან მამა მყავს ემიგრანტი უკვე 20 წელია და პირველ რიგში, მამაჩემი მახსენდება…

გიორგი სუხიტაშვილი: „გვიანი იყო, მეძინა, რუსა მორჩილაძემ დამირეკა და მითხრა, სუხიტ, „აიარა“ უნდა ჩაწეროო და უცებ გაითიშა ტელეფონი… დილით დავურეკე, გუშინ მართლა დამირეკე თუ დამესიზმრა-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g