LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი დედის მძიმე დიაგნოზზე – „2 წლის წინ ვერც დავიჯერებდი, თუ დამოუკიდებლად გაივლიდა…“

321
sxitashvili2010

გიორგი სუხიტაშვილი ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში დედის მძიმე დაავადების შესახებ საუბრობს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, 2 წელია, რაც მისი ფიქრები მხოლოდ დედის ჯანმრთელობისკენაა მიმართული – „ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს ეს ბრძოლა, რადგან მარტივი დაავადება არ არის. 2 წლის წინ ვერც დავიჯერებდი, თუ დამოუკიდებლად გაივლიდა, მაგრამ შეძლო და სასწაულია, რომ ფეხზე დადის…

„დედას რთული დიაგნოზი ჰქონდა. ეს დაავადება 2018 წელს დაემართა… როცა ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე რთული რამაა ამქვეყნად. ადამიანი ზოგადად ეგოისტია და ყველა პრობლემასა თუ სიტუაციას საკუთარი თავიდან გამომდინარე აფასებს. თუ გვინდა, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი, ჩვენი უახლოესი ადამიანები კარგად უნდა გვყავდეს. 2 წელია, რაც ჩემი ფიქრები მხოლოდ იქითაა, რომ დედა კარგად იყოს. ახლა უკეთესად არის“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g