გიორგი სუხიტაშვილი წლის სიმღერის კონკურსზე „ოქროს ტალღა“ ოთხი სიმღერითაა ნომინირებული. შემოქმედებითად საკმაოდ აქტიური პერიოდი აქვს, რომელიც ახლაც გრძელდება. მალე საინტერესო ვოიაჟში მიდის, სამხრეთ აფრიკაში ქართული სიმღერისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის საელჩოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მანამდე კი მას კაფე „ორანჟერეაში“ შევხვდით ფოტოსესიისა და ინტერვიუსთვის.
გიორგი სუხიტაშვილი:
რადიოჰოლდინგ „ფორტუნასთან“, როგორც მსმენელს, მრავალწლიანი ურთიერთობა მაკაშირებს. მე ვცხოვრობდი კარალეთში, სადაც ორ რადიოს იჭერდა, „საქართველოს რადიოს“, სადაც ახლა ვმუშაობ და „ფორტუნას“, დღემდე მახსოვს ყველა ტიხარი, რაც გადიოდა, ასევე ხატია შამუგიას და გვანცა კილასონიას ხმები. ამას წინათ აღვნიშნე, რომ რადიო „ფორტუნას“ საინფორმაციოს ქუდი დღემდე არ შეცვლილა, განახლდა, მაგრამ მოტივი იგივეა, რასაც პატივს ვცემ.
ჩემი და ჰოლდინგის თანამშრომლობაც წლებს ითვლის. 2007 წლიდან, როცა ჯგუფ „ვივო“-ში ვმღეროდი, პირველი სიმღერა რეზო კაკულიასთან მოვიტანეთ.
როცა „ჯეოსტარში“ გავიმარჯვე, „ფორტუნას“ რჩეულიც გავხდი. რადიო „ფორტუნას“ ეთერში ჩემი სოლოალბომის სიმღერებიც გაჟღერდა. (ვრცლად… ფოტოები)