LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ხვალ რომ მომკლან… მიზეზის მეტი რა არის, მე თვითონ გეტყვით ამათი ლოგიკით, რატომ ვარ არა მხოლოდ მოსაკლავი, არამედ წამებით მოსაკლავი…“

936
გიორგი

მომღერალი გიორგი სუხიტაშილი ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს ეხმიანება და წერს:

„ხვალ რომ მომკლან…

(მიზეზის მეტი რა არის, მე თვითონ უამრავ მიზეზს გეტყვით ამათი ლოგიკით, თუ რატომ ვარ არა მხოლოდ მოსაკლავი, არამედ წამებით მოსაკლავი)

ყველას არ ვკიდივარ?

პირველ დღეს ვაი-ვიში და ჩოჩქოლი, მეორე დღეს გაარკვევენ, რომ ადრე დაპატიმრებული ვიყავი, ეს ვიღაცების მოვალეობა მოსახდელ შეშფოთებას გადააფიქრებინებს და იტყვის, ეს კრიმინალი ყოფილაო. მერე გაარკვევენ, რომ მამაჩემი რუსეთში ცხოვრობს მრავალი წელია და აქ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მავანიც გაიფიქრებს, რა ჩემი ფეხების მომღერალი ეგ იყოო. ავანსად ერთი ორიც ჩემს ნაცოდვილარ ნამღერს გააზიარებს, ვინმე ჩემი ნაცნობი ჟურნალისტი ერთ სიუჟეტს გააკეთებს და ეგაა დამსახურებულად ჩამფლავენ სადმე. მერე? მერე ისევ ის, რითიც დავიწყე,  ყველას არ ვკიდივარ?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g