გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძე გარდა თავისი გადაცემებისა, ჩაერთვება არხის საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაში.
“მისი მიმართულება იქნება საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები გარდა მისი გადაცემებისა. ის იქნება არხის შიდა საქმიანობაში ჩართული. „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იქნება შაბათ-კვირას, ხოლო შემდეგ კვირაში ერთხელ. ასევე, კვირაში ერთხელ გავა „დროებაც“, რომლის გასვლაც აპრილში იგეგმება“, – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.