LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა

837
fqubm5z9rcwm3mp

გიორგი თარგამაძე „ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძე გარდა თავისი გადაცემებისა, ჩაერთვება არხის საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებაში.

“მისი მიმართულება იქნება საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები გარდა მისი გადაცემებისა. ის იქნება არხის შიდა საქმიანობაში ჩართული. „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იქნება შაბათ-კვირას, ხოლო შემდეგ კვირაში ერთხელ. ასევე, კვირაში ერთხელ გავა „დროებაც“, რომლის გასვლაც აპრილში იგეგმება“, – განაცხადა ზუკა გუმბარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები