LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი თორაძე: „უღარიბესი ოჯახიდან ვიყავი… საშინელ ადგილებში ვმუშაობდი… ვერასდროს წარმოვიდგენდი, ლელასთვის და მამულიჩასთვის საჭირო ადამიანი თუ ვიქნებოდი…“

196
გიორგი თორაძე

ლელა წურწუმიას ჯგუფის წევრი, მომღერალი გიორგი თორაძე ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს.

ის ჰყვება თავის საკმაოდ მძიმე ისტორიას, რომელიც მამის გარდაცვალებას და სიღარიბეს უკავშირდება:

„ხანდახან მგონია, რომ ფილმში ვცხოვრობ, რომელიც ხან ტრაგედიაა, ხან კომედია. 2020 წლის 31 დელემბერი იყო. სახლში ჩვეული საახალწლო ფუსფუსი გვქონდა, მეც ახალი წლის ღამის კონცერტზე უნდა გამოვსულიყავი და ვემზადებოდი, უცებ მამამ დედას დაუძახა, მივხვდი, რომ ეს სხვანაირი დაძახება იყო, მოკლედ, გულის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა ახალი წლის ღამეს.

დღს ვაანალიზებ, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედია ხდება, ადამიანებს თვითგადარჩენის ინსტინქტიერთვებათ. მამაჩემის სიკვდილისთანავე გავაანალიზე, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა ოჯახზე, მისახედი მყავდა დედა და და. ძალიან მძიმედ მახსენდება ის წუთები და საათები, როდესაც ტრაგედია მოხდა…

რა იყო თქვენი პირველი სამსახური?

მართლა საშინელ ადგილებში ვმუშაობდი, შეიძლება, აგატიროთ კიდეც. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ სწავლის ფული თვითონ უნდა მეხადა. უღარიბესი ოჯახიდან ვიყავი და არ მინდოდა, ჩემი განვითარება მძიმედ დასწოლოდა ოჯახურ ბიუჯეტს, ამიტომ პირველივე კურსიდან ვმუშაობდი…

სტუდენტობისას დავიწყე მუშაობა ყავის ერთ-ერთ კომპანიაში, ოცლიტრიანი ყავით სავსე ავზი მქონდა მოკიდებული, სხვადასხვა მეტროს ამოსასვლელებში ვიდექი და დილის შვიდი საათიდან შუადღის სამ საათამდე ხალხს უფასოდ ვუსხამდი ყავას, ამაში დღიურად ოთხ ლარს ვიღებდი…

საყოველთაო პოპულარობა მოგიტანათ ლელა წურწუმიას ბექვოკალისტობამ…

ლელასი და მამულიჩასი ყოველთვის დიდი მადლობელი ვიქნები, რადგან დიდი თავისუფლება მომცეს. არასდროს მიფიქრია, თუ ოდესმე ლელას გუნდის წევრი ვიქნებოდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ლელასთვის და მამულიჩასთვის საჭირო ადამიანი ვიქნებოდი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები