LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ტყემალაძე – ყველა ქუჩის სახელდება უნდა იყოს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ისტორიის შესაბამისი

134

ყველა ქუჩის სახელდება უნდა იყოს ჩვენი ქალაქის და ჩვენი ისტორიის შესაბამისი, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემელაძემ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის დარქმევაზე მსჯელობენ.

ტყემალაძემ სხდომაზე საზოგადოების წარმომადგენლებს დასწრებისა და საკითხის განხილვაში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება და დღევანდელი შეკრების მიზანი ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაა, რომლებიც ქალაქისთვის სასიკეთო იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ხვალ კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რათა გადაწყდეს „ვარდების რევოლუციის მოედანს“ რესპუბლიკის სახელი ეწოდოს, თუ პირველი რესპუბლიკის.

გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე დამსწრე ისტორიკოსებს, მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებს თხოვნით მიმართა, რომ მსგავს საკითხებზე მუშაობა მომავალშიც ერთობლივად გაგრძელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები