მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ მეგობრებთან ერთად ბუქარესტს მიაშურა. მანამდე „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ საქართველოს ემშვიდობება, მართალია, ერთი კვირით, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ მისი დაბრუნებისთვის ლარი სტაბილური დახვდებოდა. ეჭვი გვეპარება, რომ მსახიობს ეს ნატვრა აუხდეს.
სამაგიეროდ, ბუქარესტში, სადაც მსახიობებთან, გიორგი ბახუტაშვილსა და დავით ბეშიტაიშვილთან ერთად იმყოფება, აშკარად კარგ დროს ატარებს. მსახიობებთან ერთად მათი სხვა მეგობრებიც არიან.
გიორგი და გიორგი რუმინეთში მეორე ნახევრების გარეშე არიან. ფოტოებზე არ ჩანს გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე, გიორგი ვარდოსანიძე კი უკვე ცნობილი მიზეზით არის მარტო.
გიორგი ვარდოსანიძე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს ფოტოს ერთობლივი ნომრიდან და ერთ-ერთს, სადაც მძინარე გიორგი ბახუტაშვილი ჩანს, სახუმარო მინაწერს უკეთებს: „ვაფრთხილებდი, არ გინდა, არა, ძმაკაცობა გაფუჭდება ამით-მეთქი, მაგრამ არ შემეშვა და ჰა. გავისტუმრე“ – წერს მსახიობი.