LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი ვარჯიშსა თუ თამაშებზე ჰოსპიტლიდან დადიოდა, სადაც ვარჯიშის თუ მატჩის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა“ – რას წერს GeoTeam

274
გომარელი (3)

GeoTeam სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის, გიორგი გოჩოლეიშვილის შესახებ წერს.

„ბოლო 2.5 თვე ამ წყვილის, გიორგის და ანას სახლი კლინიკა იყო, სადაც მათ სანდროსთან ერთად ეძინათ.

გიორგი ვარჯიშსა თუ თამაშებზე ჰოსპიტალიდან დადიოდა, სადაც სავარჯიშო პროცესის თუ მატჩის დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებოდა.

ჩელსისთან, კონფერენს ლიგის მატჩისწინა ღამით გოჩოს მხოლოდ 2 საათი ეძინა, გაიღვიძა, ჩანთა ჩაალაგა და შეკრებაზე წავიდა. საღამოს სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა და კიდევ ბევრი ასეთი უძილო ღამე იყო…

დღეს სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა და სახლშია, სადაც იწყება რეაბილიტაციის პროცესი.

1 წლის სანდრო უკვე უძლიერესი კაცია, ამ პოსტით კი მის მშობლებს, გიორგი გოჩოლეიშვილს და ანა ოქრუაშვილს გაუმარჯოს“, – წერს GeoTeam.

„სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის“- ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g