LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ჩემს შესახებ ყალბი ახალი ამბები ვრცელდება

80
გიორგი ვაშაძე

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მის შესახებ ყალბი ახალი ამბები ვრცელდება.

დღეს, პარტიაში გამართულ ბრიფინგზე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა დაჯგუფებებიდან მოდის.

„სამწუხაროდ, არჩევნების შემდეგაც არ წყდება Fake News- ების გავრცელება. მე ხელთ მაქვს ის ყალბი ახალი ამბები, რომლებიც ჩემი ფოტოსურათით ვრცელდება, თითქოს მე ეს განცხადებები გავაკეთე. ვფიქრობ, ეს პირდაპირ „ქართული ოცნების“ სხვადასხვა დაჯგუფებებიდან მოდის, მაგრამ ყველაზე ცუდია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აქტიური მხარდამჭერი ავრცელებს Fake News-ებს. მინდა მათ ვთხოვო, ცრუ ინფორმაციები აღარ გაავრცელონ, რა თქმა უნდა, ყველა გამავრცელებელი გვერდი დარეპორტებულია, ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლა გრძელდება და საამისოდ პარტიის ლიდერმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა.

„სამწუხაროდ, ჩვენს მხარდამჭერებზე კვლავ გრძელდება ზეწოლა, კონკრეტულად მინდა დავასახელო ლანჩხუთი და ნინოწმინდა. ლანჩხუთში „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ სიის პირველი ნომრის შვილი, გვანცა ჩხარტიშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან, გვანცა ახლაც საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩვენგან დანიშნული წევრია, ის მუშაობდა ბაღების მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ნინოწმინდაში ჩვენი მხარდამჭერი გაათავისუფლეს ვეტერინარის პოზიციიდან, რამდენი ვეტერინარი უნდა იშოვონ ნინოწმინდაში?! ყველაფრის მიუხედავად, პოლიტიკური ნიშნის გამო გაათავისუფლეს ვეტერინარის პოზიციიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ წნეხს და თავდასხმას ჩვენს მხარდამჭერებზე კვლავ აგრძელებს. ჩვენ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველა მათგანის უფლებას დავიცავთ, თუ საჭირო იქნება სასამართლოსაც მივმართავთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g