LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ?“

124
გიორგი ვაშაძე

„მინდა მამუკა მდინარაძეს დავუსვა კითხვა, რა არის სიცრუე მამუკა, ის, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ევროკავშირში ინტეგრაციას შეაჩერებთ?“ – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართა საზოგადოების კითხვებს უპასუხოს, თუ რატომ შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ასეთი რთული მდგომარეობა.

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ნეგატიური კამპანია, ყველა დამკვირვებელს ვთხოვ, კარგად დააფიქსირონ და ანგარიშები რომ გამოქვეყნდება, არავის დაავიწყდეს ანგარიშში იმის შეტანა, როდის და რა ფორმით დაიწყო ამის კეთება „ნაციონალურმა მოძრაობამ“

„თუ ის არის სიცრუე, რომ თქვენი მაფიოზური „კლანების“ მიერ გაზრდილი ფასების გამო ადამიანებს მაღაზიაში შესვლა ეშინიათ? თუ ის არის სიცრუე, რომ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ თქვენი მმართველობის დროს უკიდურესი გაჭირვების დროს ქვეყანა დატოვა? თუ ის, რომ ადამიანი სამუშაო ადგილს ვერ პოულობს ამ ქვეყანაში? თუ ის არის სიცრუე, რომ 20 ათასით შემცირდა შობადობა ქვეყანაში? გაეცით ამ კითხვებს პასუხი.

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია, ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს – დღეს მათი მხარდაჭერა 20%-ია“

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის, ერთიანობის, ოპოზიციის საერთო ფრონტის ეშინია და ამიტომაცაა, რომ „სიგიჟეებს საუბრობენ“.

ბანერზე რომ აღშფოთდით იმიტომ, რომ სიმართლე გითხარით, გაეცით ამ კითხვებს პასუხი, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ახლა რელიგია რომ გინდათ გამოიყენოთ საარჩევნო თვალსაზრისით. მაღალმა სასულიერო იერარქებმა ამაში რომ გამხილეს, მათ რომ თავს ესხმით, ამას გაეცით პასუხი.

საქართველოს რეალურად 2 არჩევანი აქვს. ერთი არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე არის სიღატაკე იზოლაციაში. თქვენი გზა არის სიღატაკე იზოლაციაში. პასუხი გაეცით კითხვებს, რომელსაც საზოგადოება გისვამთ. გადით ხალხში და ნახეთ, როგორი გაჭირვება და მძიმე მდგომარეობაა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას უნდა თავისი არასწორი პოლიტიკით ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს.

„არ გამოგივათ ასე. ველოდები შენგან პასუხს, რატომ არის ამდენი პრობლემა ქვეყანაში. შეეშვით ამ სისულელეებს, სიმართლის რომ გეშინია, ეს აბსოლუტურად გასაგებია. ბევრგან ვნახავთ ბანერს, სადაც ძალიან კონკრეტულად ვეტყვით საზოგადოებას, რომ არჩევანი არის კეთილდღეობა ევროკავშირში თუ სიღატაკე იზოლაციაში“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g