LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: „ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია, ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს – დღეს მათი მხარდაჭერა 20%-ია“

123
გიორგი ვაშაძე

„ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია, ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს – დღეს მათი მხარდაჭერა 20%-ია“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის, ერთიანობის, ოპოზიციის საერთო ფრონტის ეშინია და ამიტომაცაა, რომ „სიგიჟეებს საუბრობენ“. ვაშაძის თქმით, მის ერთიანობის ბლოკს ძალიან მკაფიო გეგმა აქვს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

„ქართულ ოცნებას“ მოაქვს სიღატაკე და იზოლაცია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ზურგი აქვს შექცეული. მოდი, შევაფასოთ ეს შეხვედრები. ყველაზე დისტანციური საზოგადოებისგან. შუშის კოლბაში გამოკეტილი პოლიტიკური ლიდერები, ძალით მოყვანილი ადამიანები, ხელოვნური ტაში.

ეს ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაშია. არავის უნდა ამ ქვეყნის იზოლაციაში წასვლა, ყველას უნდა კეთილდღეობა ევროპაში და ჩვენ სწორედ ეს მოგვაქვს. მათ მოაქვთ იზოლაცია. ამიტომაცაა, რომ მათ ხალხი ზურგს აქცევს.

„ქართულ ოცნებას“ დღეს მხარდაჭერა აქვს 20%. ყველა ეს მათი რიტორიკა არის ზუსტად ამით გამოწვეული, რომ მხარდაჭერა აქვთ 20% და შეიძლება, კიდევ უფრო ქვემოთ წამოვიდეს. ამიტომ ჩვენ ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ.

ჩვენ ერთიანობის ბლოკს გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს დღეებში შევთავაზებთ და დარწმუნებული ვარ, რომ კეთილდღეობა ევროპაში დაამარცხებს იზოლაციონისტებს, რომლებსაც უნდათ, რომ დიდი კედელი ააშენონ შავ ზღვაზე და ფაქტობრივად, საქართველო მოაქციონ იზოლაციაში“. – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები