LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე თბილისის მერის არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

73
გიორგი ნიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თბილისის მერის არჩენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაბის“ მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება.

ცნობისთვის, ნიკა მელიას ისევე, როგორც გიორგი ვაშაძეს თბილისის მერის თანამდებობაზე ერთხელ უკვე ჰქონდათ განაცხადი.

ნიკა მელია დავით ნარმანიასთან ბრძოლაში დამარცხდა.

გიორგი ვაშაძე კი იმ 14 კანდიდატს შორის იყო, ვინც ცდილობდა, დედაქალაქის მერის თანამდებობა არჩევნების გზით მოეპოვებინა, თუმცა მოქმედმა მერმა კახა კალაძემ დიდი უპირატესობით მოიგო.

თბილისის მერის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები