LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: ყველამ ავიღოთ მელანი, სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა

168
ვაშაძე

ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადავ გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკო-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძემ დავით კირთაძეს მადლობა გადაუხადა.

„შენ ხარ ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა“ – ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა

„მინდა, მადლობა ვუთხრა დავით კირთაძეს. მან გააკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და ამით თქვა სათქმელი, რომ ეს არჩევნები დაწერილი შედეგების არჩევნებია, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ყველამ, აქ ვინც არის, ამ საქციელს ტაში შემოკრა. კალანდარიშვილს და მის გვერდზე მჯდომებმა იცოდნენ, რომ არიან ამ ქვეყნის სირცხვილი და გარეთ თავს ვერ გამოყოფენ. საზოგადოებას ვეუბნები, ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა. ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადმე გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში. აი, ეს არის გეგმა. მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები – აქტივიზმია, ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება!

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა – გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g