”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, მედიკოსი – გუტა ვაშაძე 72 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ მძიმე იყო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძის მამა საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.