„ევროპარლამენტს არ შეუცვლია არც ზნე, არც ჩვევები. ის რეზოლუციები, რაც აქამდე იყო მიღებული, ახალი პროექტისგან არაფრით განსხვავდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას შეფასებისას განაცხადა, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.
მისი განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩირის ფასიც არ აქვს.
„ევროპარლამენტს არ შეუცვლია არც ზნე, არც ჩვევები. ის რეზოლუციები, რაც აქამდე იყო მიღებული, ახალი პროექტისგან არაფრით განსხვავდება. რაც შეეხება ამ დესპანებს, რომლებიც ჩავიდნენ იმისათვის, რათა ევროპარლამენტის წინაშე გამოვიდნენ კვლავ რაღაც გაუგებარი პროგრამით და პერფორმანსით, ერთადერთი აქვთ მიზნად, რომ როგორმე სირთულე შეუქმნან საკუთარ ქვეყანას. არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს ჩირის ფასად და არც ამ თაღლითების გამოსვლას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.