LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვოლსკი: „სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ 5 პუნქტში ახალი ნიუანსია – ვინც გუშინ მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, მათ ეუბნება, თქვენი უფროსი ვარ და ქარტია, რომელსაც ხელი მოაწერეთ, ერთადერთი გამაერთიანებელი არისო“

148
გია ვოლსკი, სალომე ზურაბიშვილი

„სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ხუთ პუნქტში ახალი ნიუანსია – ვინც გუშინ სალომე ზურაბიშვილს აგენტს ეძახდა და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, იმ ადამიანებს ეუბნება, რომ თქვენი უფროსი ვარ და ქარტია, რომელსაც ხელი მოაწერეთ, ერთადერთი გამაერთიანებელი არისო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

უმრავლესობის წარმომადგენელი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, ახალი არჩევნების გეგმის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ პროცესებიდან „ქართული ოცნების” სრული გამოთიშვა აერთიანებს“:

„ზურაბიშვილი ადრეც ამბობდა, რომ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს დანიშნავს. მათი მიზანია, რომ საქართველოში არჩევნები ცესკო-მ კი არ ჩაატაროს, არამედ საერთაშორისო რაღაც სტრუქტურამ ჩაატაროს, ისიც ამ ვითარებასთან შეუსაბამო ვადამდელი არჩევნები. არადა, საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტრუქტურებმა უკვე შეაფასეს და არჩევნები აღიარეს.

განსხვავებული აზრი მხოლოდ რევოლუციურ ფორმატშია. ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილს და არამარტო მას, მეორე პლანზე აქვს გადაწეული. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ამ პროცესებიდან „ქართული ოცნების” სრული გამოთიშვა აერთიანებს. მათი მიზანია, ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა, რათა ვიღაცას ემსახურონ.

ეს არის მთავარი მოთხრობა, რომელიც დიდი ხმის წინ დაწერეს და ახლა ამის განხორციელებას ცდილობენ. არსებული რეალობა კარგი არ არის, მაგრამ მეორე რეალობაა, რომელიც მათი მხრიდან შეიძლება განვითარდეს – სახელმწიფოს ნგრევა დაიწყოს, რომელსაც შეუქცევადი პროცესი ექნება. ეს ადამიანები, ვინც უკვე ქვეყანას სერიოზული ზარალი მიაყენა, ხელისუფლებაში მოსვლას რევოლუციური გზით ცდილობენ.

მათი მეთაური სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი მხრიდან მსახურთა, აგენტთა და უსამშობლოთა ქვეყანა შეიქმნება, რომელსაც რა საკვირველია, გარანტირებული აქვს სერიოზული მარცხი, როგორც პოლიტიკურ საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ეკონომიკურად და თუნდაც ფიზიკურად. ეს იმის ალტერნატივაა, რაც დღეს გაგვაჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ახალი არჩევნების გეგმა გამოაქვეყნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g