გიორგი წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ (6 ოქტომბრის ნომერი) მეუღლის შესახებ თბილად საუბრობს:
„გამიმართლა ოჯახში, ვის გვერდითაც დღეს ვარ, ისეთ მეორე ნახევარს ყველას ვუსურვებ. რამდენიმე ოჯახი დამენგრა და ალბათ, იმ პერიოდში ვერ ვიპოვე ის ადამიანი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ჩემ გვერდით იქნებოდა. თამილა და მე 6 წელია, ერთად ვართ, ჯანსაღი და ბედნიერი თანაცხოვრება გვაქვს. გადასარევი დიასახლისი და მეუღლეა, ყველა ჩემს პრობლემას იზიარებს და გვერდით მიდგას. დღე და ღამე ფუსფუსებს და თავს დამტრიალებს. სასწაული მშობლები ჰყავს. მე და მამამისი გადაბმული მეგობრები ვართ და ხასიათებითაც ვგავართ…“