LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ყიფშიძე: „თეატრში მითხრეს, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარაო, მაგრამ ვითხოვე და გამიშვეს დეკრეტში…“

1615
giorgi yifshidze

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა, როგორ უმკლავდება ორი მცირეწლოვანი შვილის აღზრდასა და მოვლას. მსახიობის თქმით, სწორედ ამ მიზეზით მოუწია დეკრეტში გასვლა.

„ჩემი 4 წლის ნაბოლარა გოგო, უმცროსი მაშინ 6 თვის იყო, კვების სამსაათიან რეჟიმში იყო, როდესაც დავრჩი მამა, რომელსაც დამერქვა დედ-მამა… წლინახევრის ბიჭი და 6 თვის გოგო – ახლა 4 წლის და 5 წლის არიან. აი, ამ ასაკიდან მარტო ვიყავი: გარეცხე სარეცხები, გაფინე, ძველი ჩამოხსენი, აჭამე ყოველ სამ საათში ერთს და მეორეს ყოველ ოთხ საათში…

„ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან… შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“ – გიორგი ყიფშიძე

თეატრში გამოვაცხადე, რომ მე უნდა გავიდე დეკრეტში. მითხრეს, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარაო, მაგრამ ვითხოვე და გამიშვეს დეკრეტში…

დაბანე, ჩააცვი, აბანავე, პამპერსი გამოუცვალე – ჩემი მთელი დრო მიჰქონდა ამას. ჩემი თავი ფსიქოლოგიურად ავიყვანე ხელში. თან ხომ იცით, ბავშვებისგან მადლიერება მოდის. უკვე ხუთი წელია ერთად გვძინავს, დილით მე და ჩემს გოგოს გვაქვს თმის დავარცხნის „ცერემონია“… რადიკალურად მომიწია გადაკეთება ჩემი თავის, დილის 7 საათზე ვიღვიძებ და ტრანსფორმაცია განვიცადე ამათ გამო,“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

„ზოგ ადამიანს რომ ჰგონია, შვილები მივატოვე, მე ამ დროს“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა

ვიდეო: გიორგი ყიფშიძის შვილები ერთ-ერთ ბაღში უფასოდ მიიღეს: „პირველი დილაა, როცა ფანჯრები გამოვაღე და არ ვნერვიულობ, რომ ვინმე გადავარდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g