გიორგი ყიფშიძეს 20 წლით უმცროსი მეუღლე ანი გასიევა “პროფილთან” საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცნობილი მსახიობი წვეულებაზე გაიცნო, შემდეგ კი მის სპექტაკლს დაესწრო. მათი ურთიერთობა ფლირტით დაიწყო.
“ძალიან მომეწონა, როგორც პერსონაჟი და პიროვნება. სწორი ურთიერთობა გამოვიდა. ეს მოხდა საფეხურ-საფეხურ, რითაც კმაყოფილი ვარ. მადლობა, რომ ასეთი კარგი მეუღლე ხარ.
გიორგი ყიფშიძე: „ჩემი მესამე ცოლი ჩემზე 20 წლით უმცროსია, ჩემი სიდედრი – ჩემხელაა…“
თავიდან ხალხისგან უცნაური ემოცია წამოვიდა, რადგან ჩვენ შორის სხვაობა ოცი წელია, მაგრამ ურთიერთობაში ამას პრობლემა არ შეუქმნია.
გიორგი ზრდასრული მამაკაცია და რასაც ის შემომთავაზებს, იმას 20 წლის ბიჭი ვერ შემომთავაზებს” – აღნიშნავს მსახიობის მეუღლე, რომელიც ორსულადაა და გიორგისგან მეორე შვილს ელოდება.
მან აღნიშნა, რომ გიორგი და ის ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.