LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგიმ ბევრი დაბრკოლება და წინაღობა გადალახა, რომ ასეთი ოჯახი შეგვექმნა“ – გიორგი შერმადინისა და ანი ამაშუკელის სიყვარულის ისტორია

300
გიორგი შერმადინი

კალათბურთელ გიორგი შერმადინის მეუღლე ანი ამაშუკელი ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახურ ურთიერთობაზე გულახდილად საუბრობს.

„ჩვენ იმდენ ხნის წინ გავიცანით ერთმანეთი, დეტალები აღარც მახსოვს. ერთმანეთი სამედიცინო ღონისძიებაზე გავიცანით. გიორგი მოწვეული სტუმარი იყო და ჯამლეტ ხუხაშვილთან ერთად მოვიდა. დარბაზში რომ შემოვიდა, ისეთი მაღალი იყო, ეიფელის კოშკივით ავაყოლე თვალი. იქ გავიცანით ერთმანეთი.

გაცნობისთანავე მოვეწონე და გულში ჩავუვარდი. გიორგი მიზანდასახულია, რასაც მიზნად დაისახავს, აუცილებლად აისრულებს. დროთა განმავლობაში მეც გამიჩნდა მისდამი გრძნობა. მინდა აღვნიშნო, გიორგიმ ძალიან ბევრი დაბრკოლება და წინაღობა გადალახა, რომ ასეთი კარგი და ლამაზი ოჯახი შეგვექმნა“, – ამბობს ანი.

მისი თქმით, მათ ურთიერთობაში ყველაზე დიდი გამარჯვება სიყვარული და ურთიერთპატივისცემაა.

„როცა წყვილს შორის პატივისცემაა, ის ოჯახი უკვე შემდგარია. თუ მეუღლეებს შორის ეს ეს ორი თვისება არ არის, მერე რაღაც-რაღაცები აირევა, ბავშვებიც სრულფასოვნად არ ჩამოყალიბდებიან და ამით დაიწყება ნეგატივის მთელი კასკადი. საერთოდ ეს ორი რამ გასაღებია ყველანაირი ურთიერთობის.

ერთია, რომ უყვარს და მას პატივს სცემ, მასზე ზრუნავ. მარტო სიყვარული საკმარისი არ არის. სიყვარული აუცილებელია , მაგრამ სიყვარულისთვის აუცილებელია პატივისცემაც. მე მგონია, რომ ეს არის ჩვენი ურთიერთობის, ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი გამარჯვება“, – ამბობს ანი ჟურნალ „სარკესთან“.

ფოტო: გიორგი შერმადინსა და ანი ამაშუკელს მეხუთე შვილი შეეძინათ

როგორი მამაა გიორგი შერმადინი: „სხვა ბავშვებთან ცოტა შიშიც ჰქონდა, როცა ძალიან პატარები იყვნენ ხელში დაჭერა უჭირდა, ახლა ეს მომენტიც გადალახული აქვს და თითქოს, მამობით ტკბება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g