მსახიობი და ინფლუენსერი, თამუნა მდივანი, რომელსაც ცოტა ხნის წინ შვილი, გიორგი მდივანი გარდაეცვალა, ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
„ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო, ოღონდ არ ვიცი, სიტყვებს ვერ ვალაგებ.. მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავწერო, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, თქვენ იდექით ჩემთვის ურთულეს დღეებში ჩემ გვერდით, ვგრძნობდი თქვენ თანადგომას.
უფლის მადლიერი ვარ, რომ მაძლებინებს, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მასთან არის და, რომ გიორგის ახლა ყველაზე საუკეთესო დედიკო ჰყავს – ღვთისმშობელი დედა.. ეს მაძლებინებს.
ჩემი წუხილის გაზიარება თქვენს მიერ ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ ლოცვისთვის, რომელიც ჩემი გიორგის სულისთვის წარმოთქვით. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი ბევრი ადამიანის წინაშე, რომ ჩემი მადლიერება გამოვთქვა“,- ამბობს თამუნა მდივანი.