LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგისგან განსხვავებით, ცოტათი ეჭვიანი ვარ, ყველაფერს ვაკვირდები“ – ანანო სამხარაძე

106
მერაბ დვალიშვილი

მომღერალმა ანანო სამხარაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქორწინებამ ის მნიშვნელოვნად შეცვალა.

როგორც მან აღნიშნა, მისი მეუღლე, გიორგი სარდალაშვილი, პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად არის წასული.

„გიორგი, ძირითადად სულ წასულია,“ – აღნიშნა ანანომ. წამყვანის ხუმრობით ჩაკითხვაზე – „ხელიდან წასულია?“ – მომღერალმა უპასუხა: „არ ვარ ის გოგო, ვინც ქმარს ხელიდან გაუშვებს.“

მისივე თქმით, დაქორწინებამ უფრო სერიოზული გახადა. ანანო ასევე აღიარებს, რომ მეუღლისგან განსხვავებით თავად ცოტათი ეჭვიანია და ყველაფერს აკვირდება, თუმცა, როგორც ამბობს, ეჭვიანობის საფუძველს გიორგი არ აძლევს.

„გიორგი ნამდვილად კარგი ადამიანია,“ – აღნიშნა ანანო სამხარაძემ.

ცნობისთვის, ანანო სამხარაძე და გიორგი სარდალაშვილი ახლახან დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g