LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგობა – ჭეშმარიტების მცველის გამარჯვებაა, სიკეთისთვის თავგანწირვაა, ქართველთა მფარველობა და წინამძღოლობაა“ – გია მურღულია

100
2025-10-05_16-32-28_041297

გიორგობასთან დაკავშირებით გია მურღულიამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც დღესასწაულის სიღრმისეულ მნიშვნელობაზე საუბრობს.

„გიორგობა უბრალოდ წმინდა მხედრის გამარჯვების დღესასწაული არ არის.

ის ჭეშმარიტების მცველის გამარჯვებაა.

ის სიკეთისთვის თავგანწირვაა.

ის გონიერი და ამაღლებული ძალმოსილებაა.

ის იმედის გაბრწყინებაა.

ის ქართველთა მფარველობა და წინამძღოლობაა.

ის ძალმომრეობასთან შეუგუებლობაა.

ის დაუმარცხებელი სიმამაცე, გაბედულება და შეუპოვრობაა.

ის თეთრ ცხენზეა (ღვთაებრივი ნებისა და ძალის განუყოფლობა) ამხედრებული და ჭრელ გველეშაპს (წუთისოფლური ბოროტების დაშლილი, დანაწევრებული, მრავალსახოვანი ბუნება) ამარცხებს.

ღვთაებრივი ნათლის ამ გამარჯვებას ბოლო არ აქვს – “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!”

ქართველებო, ქრისტიანებო, მეგობრებო – გილოცავთ გიორგობას!“, – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g