LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი – მეტი თავისუფლება” შმაფთიაქს გახსნის

208
BeFunky-collage (12)

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლება იაფი მედიკამენტების შემოტანას და “შმაფთიაქის” გახსნას აანონსებს. ასე გამოეხმაურა პარტია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ წამლების ფასი თურქეთში უფრო იაფია და აინტერესებს, რატომ.

“შევეცდებით ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც სახელმწიფოს აქვს დადგენილი იმისთვის, რომ თურქეთიდან საქართველოში წამლები შემოიტანო და გაყიდო. გაჩვენებთ, სად არის პრობლემა. ძალიან მარტივი საჩვენებელია, რატომ არის შეუძლებელი, თურქეთიდან გადმოიტანო წამლები და გაყიდო აქ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ Facebook-პოსტშია ნათქვამი, რადგან ღარიბაშვილმა “არ იცის”, რატომ არის თურქეთში წამლები უფრო იაფი, ამას აჩვენებენ და თუ პროცესში “სადმე გაიჭედებიან”, გაიგებენ, სად არის პრობლემა.

“საქართველოში წამლები ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე თურქეთში. ამის მიზეზი არის სახელმწიფო ბიუროკრატია და არსებული რეგულაციები. დავიწყებთ ყველა იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომელიც თურქეთიდან წამლის შემოტანისთვისაა საჭირო”, — აღნიშნავენ პარტიაში.

პარტიის წევრმა, ნიკა მოსიაშვილმა თქვა, რომ თუ ხელი არ შეუშალეს, დაახლოებით ორ თვეში გახსნიან აფთიაქს, სადაც თურქეთიდან შემოტანილ წამლებს იმაზე იაფად გაყიდიან, ვიდრე დღეს ღირს.

პოპულარულები