LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩის“ ინიციატივა – ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ

166
Untitled design (2)

პარტია „გირჩის“ ინიციატივაა, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვიტოს.

აღნიშნული შეთავაზების შესახებ დღეს პარლამენტში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა თავისუფალი ტრიბუნის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა:

„სამწუხაროდ, ისეთი სისტემა ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც არ გააჩნია ნდობა და რომელსაც არ შეუძლია, მიხეილ სააკაშვილი რეალურად გაასამართლოს.

წარმოიდგინეთ, არსებობს კი იმის შანსი, რომ დღევანდელმა სასამართლომ, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო შექმნილი, მიხეილ სააკაშვილი დღეს გაასამართლოს და ეს საზოგადოების გაერთიანების მიზეზი გახდეს? ეს ხომ შეუძლებელია.

ხო და, იქნებ თუ რაიმე შესაძლებლობა არსებობს, სასწრაფოდ მივცეთ საშუალება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ახლა რომ ამის ნება იყოს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, გადაიყვანონ თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს..

ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ, რომ მოსამართლეები ხალხმა აირჩიოს და გვქონდეს ამ მოსამართლეებში მრავალფეროვნება, რადგან თუ პოლიტიკოსები დღევანდელი სისტემით მოსამართლეების დანიშვნას თავს არ დავანებებთ, ამ სისტემიდან ვერ გამოვალთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

mazda magti 5g