5 საათზე მეტია, რაც „გირჩის“ ოფისში სამართალდამცველები მუშაობენ. ახალი წლის ღამე დათესილი მარიხუანას 70-მდე ქოთანი უკვე დალუქულია და მათ ექსპერტიზაზე გადასატანად ამზადებენ.
რამდენიმე წუთის წინ „გირჩის“ წევრებმა ერთგვარი პერფორმანსი მოაწყეს და ოფისში მყოფ სამართალდამცველებს წითელი ხალიჩა დაუგეს. ამ ჟესტით, როგორც „გირჩში“ ამბობენ, პოლიციელებისადმი დამღლელი საქმიანობის გაწევისთვის პატივისცემა სურდათ.
გოგა ხაჩიძემ კი სამართალდამცველებს საკუთარი დაწერილი პოლიციის ჰიმნი მოასმენინა და აღნიშნა, რომ “მათ სიმღერით ამხნევებს”.