“გირჩი” პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას „მოქალაქეებისა” და ალეკო ელისაშვილის გარეშე აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ავრცელებს.
რაქვიშვილი განმარტავს, რომ „გირჩი“ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის “ღამის კურიერის” ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.
“ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და ზოგადად, „ლელოს” განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.
მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და „მოქალაქეები” ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ “მოქალაქეებს” რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, „მოქალაქეები”, თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს“. – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის “ღამის კურიერის” ეთერში “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ინცინდენტის დროს სტუდიაში იმყოფებოდა იაგო ხვიჩიაც, რომელიც წამყვანებთან ერთად ცდილობდა, სიტუაციის განმუხტვას.
„რუსთავი 2“-ში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „მთავარის“ ეთერში მოყვა,როგორ განვითარდა მოვლენები, მას შემდეგ, რაც ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემაში რეკლამა გამოაცხადა.
„მინდა მადლობა ვუთხრა იაგო ხვიჩიას, რომელიც გამომყვა და თქვა, რომ მიუღებელია მისთვის, რაც იქ მოისმინა და თქვა, რომ ტოვებდა სტუდიას, მე ვთხოვე (ამას ადამიანები ესწრებოდნენ), რომ ჩემ გამო ნუ დატოვებდა ეთერს და შებრუნებულიყო”. – ამბობს მამუკა ხაზარაძე.